წელს სრულდება ზიგმუნდ ფროიდის დაბადებიდან 170 წლისთავი. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტი დაინტერესებული და ფართო საზოგადოებისათვის აწყობს ღია ლექციების ციკლს "ფროიდის ინტერპრეტაციები".
ლექციების ციკლი ეხება ფროიდის თეორიის შემდგომ გადააზრებასა და მის გამოყენებას სხვადასხვა დისციპლინების მიერ - ფილოსოფია, პოლიტიკა, კულტურა, ლიტერატურა.
ლექციები ჩატარდება 4-15 მაისს, თსუ მესამე კორპუსი, აუდიტორია 304, 19:00 და 21:20სთ-ებზე.
ღია ლექციების ციკლში მონაწილეობენ სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელები, ფსიქოანალიტიკური ასოციაციები, დოქტორანტები და სტუდენტები
ლექციების გრაფიკი, მომხსნებლები და მოკლე აბსტრაქტი იხილეთ თანდართული ფაილით.
დასწრება თავისუფალია.